სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის არჩევნებში კოკოითის მხარდამჭერები ლიდერობენ
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში კვირას ჩატარებულ არჩევნებში ხმების 70%-ის დათვლის შედეგად პარტია ერთობა ლიდერობს ხმების 44.2%-ით, იტყობინება ადგილობრივი საარჩევნო კომისია.
მას მოყვება კომუნისტური პარტია ხმების 24%-ით; ხალხის პარტია – დაახლოებით 22.7%-ით.
პარტია ერთობა ოფიციალურად სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის მხარდამჭერია და ხოლო დანარჩენი ორიც მის მომხრედ მიიჩნევა.
არჩევნებში მონაწილე ერთადერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ”ფიდიბასტა” – სამშობლოს პარტია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, დაახლოებით 6.63% მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)