აშშ სამხრეთ ოსეთის არჩევნების კანონიერებას არ ცნობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ წუხს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში 31 მაისს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების გამო და ”არ აღიარებს არც მის ლეგიტიმურობას და არც შედეგებს”.

”ეს წარმოადგენს მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზიდან კონფლიქტისკენ გადახვევას,”- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში 1 ივნისს, ”აშშ კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი”.

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით ე.წ. პარლამენტში მხოლოდ სეპარატისტი ლიდერის ედუარდ კოკოითი მხარდამჭერი სამი პარტია მოხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)