სააკაშვილი: ჩვენ მტერს არ უნდა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 ივნისს განაცხადა, რომ საქართველო სულაც არ არის ომის შემდგომი ქვეყანა, რადგან ”ბრძოლა გრძელდება”.
”ჩვენ ვიქნებით ომის შემდგომ მყოფი ქვეყანა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო იქნება მთლიანად თავისუფალი,”- განაცხადა მან, ”ჩვენ დღეს ვართ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ან გავიმარჯვებთ ან საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ღმერთმა არ ქნას და ეს არ მოხდება, დასამარდება კიდევ საუკუნეების განმავლობაში”.
”აქ არის ორი გამოსავალი: დავნებდეთ და გავაკეთოთ ის, რაც უნდა საქართველოს მტერს თუ მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე. სხვა გამოსავალი არ არსებობს,”- განაგრძო მან, ”მთავარი რაც მათ არ უნდათ, არის დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. თქვენ გგონიათ მართლა აფხაზეთი სჭირდებათ? ცხინვალი რომ არ სჭირდება ეს ყველამ კარგად ვიცით. რა თქმა უნდა, აფხაზეთის სჭირდებათ, მაგრამ პირველ რიგში სჭირდებათ, რომ საქართველო არ იყოს. და მეორე მხრივ თუ საქართველო იქნება, არ არსებობს რომ მათ აფხაზეთი შერჩეთ, 1% შანსიც არ არსებობს. ეს აღარ არის 20-იანი წლები და ბერლინის კედლის სიტუაცია”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)