ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ეწვევა
9-10 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
9 ივნისს დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან, ხოლო 10 ივნისს გაიმართება შეხვედრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ბიზნეს-ფორუმი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)