საპროტესტო აქციების დაწყებიდან ორ თვის თავზე ოპოზიცია აქციას მართავს

პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციის აქტივისტები და მხარდამჭერები 9 ივნისს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან ორი თვის თავზე, გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებისკენ დაიძრნენ, სადაც საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.

ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, ისინი ამ შენობების გარშემო ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმას გეგმავენ, რათა პროტესტი გამოხატონ ”პოლიციური სახელმწიფოს” და ”პოლიტიკური პოლიციის” წინააღმდეგ.

აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი შენობის წინ გაიმართება და არა ახალი შენობის წინ, სადაც ადმინისტრაცია და საპატრულო პოლიციაა განთავსებული. გენერალური პროკურატურის და შსს-ს ძველი შენობები გვერდიგვერდაა განთავსებული. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)