თბილისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტუმრობს
ფილიპ გორდონი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რომელიც თბილისს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს, 10 ივნისს გვიან პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება, იტყობინება აშშ-ს საელჩო თბილისში.
ასევე იგეგმება მისი შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან; თავდაცვის მინისტრთან დავით სიხარულიძესთან; საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ეკა ტყეშელაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან. აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენელი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს.
ფიპილ გორდონი ცალ-ცალკე შეხვედრებს გამართავს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
ამერიკელი დიპლომატი 11 ივნისს ასევე შეხვედრას გამართავს ამერიკის სავაჭრო პალატაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)