პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის გამო ხუთი აქტივისტი დააკავეს

პოლიციამ ხუთი აქტივისტი დააკავა, რომლებმაც ”სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს” პარლამენტის წევრებს და სამთავრობო დაცვის თანამშრომლებს 12 ივნისს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის დროს, განაცხადა 13 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

კახაბერ გიორგანაშვილს, დავით ფაცაციას და მამუკა ბალიაშვილს სასამართლომ უკვე მიუსაჯა 30 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კახაბერ ბეინტრიშვილს – 25 დღით. მეხუთე დაკავებულის ბენო გეგეჩჭკორი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)