ალასანია პარტიის შექმნას ივლისში აპირებს

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავის პარტიას – ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – ივლისის დასაწყისში დააფუძნებს.

14 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას ალასანიამ განაცხადა, რომ მისი პარტია განაგრძობს თანამშრომლობას თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან ალიანსი საქართველოსთვის ფარგლებში – ახალ მემარჯვენეებთან და რესპუბლიკელებთან.

ალასანიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი სამ-მიმართულებიან ტაქტიკას განახორციელებს, რომელიც ითვალისწინებს უფრო შედეგებზე ორიენტირებულ კონკრეტულ საპროტესტო აქციებს და არა პერმანენტული საპროტესტო აქციების ჩატარებას; უფრო მეტი საგნობრივი და შინაარსიან დიალოგს ხელისუფლებასთან იმ ექვსი პუნქტის გათვალისწინებით, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართვას.

”ჩვენი საქმიანობა პოლიტიკურ პროცესში გადავა,” – განაცხადა მან.

მის პარტიაში ლევან გაჩეჩილაძის შესაძლო შესვლის შესახებ ვარაუდებზე საუბრისას, ალასანიამ განაცხადა: ”ეს ივლისის დასაწყისი გაირკვევა, როდესაც პარტია თავის დამფუძნებელ ყრილობას გამართავს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)