გაეროს გენერალური მდივანი გაეროს მისიის დახურვას ავალებს

მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელება რუსეთის ვეტოს გამო, გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა თავის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში იოჰან ვერბეკეს დაავალა მიიღოს ზომები მისიის მუშაობის შესაწყვეტად.

”გენერალური მდივანი სინანულს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ უშიშროების საბჭომ ვერ მიაღწია შეთანხმებას იმ პრაქტიკული და რეალისტური წინადადებების პაკეტის საფუძველზე, რომელიც მან [გენერალურმა მდივანმა] უშიშროების საბჭოს წარუდგინა და რომელიც მიზნად ისახავდა ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშეწყობას,” – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)