ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები თბილისში შეხვედრებს მართავენ

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან 1 ივლისს დაგეგმილი მეექვსე რაუნდის დაწყებამდე თბილისში მოლაპარაკებებს მართავენ.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ხარლამპოს ხრისტოპულოსი, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იოჰან ვერბეკე და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელი 18 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდნენ.

ერთობლივ განცხადებაში სამმა დიპლომატმა განაცხადა, რომ სამივე ორგანიზაცია კვლავ მხარს უჭერს და ჩართულია ჟენევის დისკუსიებში.

18 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა სინანული გამოხატა რუსეთის მიერ საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის დაბლოკვის გამო.

”ევროკავშირი გამოხატავს მხარდაჭერას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და ჟენევაში მიმდინარე დისკუსიების მიმართ და მოუწოდებს ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად წარმართონ ეს დისკუსიები. ევროკავშირის მოუწოდებს ყველა მხარეს, რომელსაც ადგილზე ძალები ჰყავს განთავსებული, გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და თავი შეიკავონ ძალადობისგან,” – ნათქვამია განცხადებაში.  

 

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)