გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან საკნები დაარბიეს
ათობით სამართალდამცავმა, ფორმებიანებმაც და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულებმაც, 18 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტის რეზიდენციასთან განთავსებული საკნები დაარბიეს, განაცხადეს იქ დაბანაკებულმა ოპოზიციის აქტივისტებმა.
სტუდია ”მაესტროს” მიერ ნაჩვენებ კადრებში ჩანს დახეული ბანერები და დაზიანებული საკნები. ოპოზიციის აქტივისტებმა, ძირითადად მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წევრებმა, განაცხადეს, რომ რამოდენიმე აქტივისტი სცემეს, ხოლო რამოდენიმე დააპატიმრეს. ინფორმაცია დაკავებულთა რაოდენობის შესახებ დასაზუსტებელია.
მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისი პარტიის აქტივისტები აღადგენენ დაზიანებულ საკნებს და განაგრძობენ 24-საათიან საპროტესტო აქციას პრეზიდენტის რეზიდენციის წინ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)