აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სროლა მოხდა

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს 22 ივნისს  4:00 საათზე ყუმბარმტყორცნებიდან  ცეცხლი გაუხსნეს  რუსების მიერ კონტროლირებადი  ტერიტორიიდან, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ამავე  ინფორმაციით, მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია. 

შსს-მ ასევე განაცხადა, რომ პირველი ინციდენტიდან 30 წუთის შემდეგ წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე აფეთქებული იქნა კავკასიონის 500 კვტ-იანი მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი.

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც საქართველოს და რუსეთის ენერგოსისტემებს აკავშირებს, ”საქრუსენერგო” მართავს. ეს არის საქართველოს მთავრობის და რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ”ერთიანი ენერგოსისტემა” ერთობლივი საწარმო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)