საგარეო საქმეთა მინისტრი ლატვიას ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 2-3 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ეწვევა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის პრეზიდენტთან ვალდის ზატლერსთან, პრემიერ-მინისტრთან ვალდის დომბროვსკისთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მარის რიეკსტინშთან და ვიცე-სპიკერთან სოლვიტა აბოლტინთან.
ამავე ინფორმაციით, საქართველოსა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ ოქმს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)