ევროკავშირი აგვისტოს ომის შესახებ დასკვნისთვის დამატებით დროს ითხოვს

ევროკავშირის დიპლომატები შეთანხმდნენ პარასკევს, რომ აგვისტოს ომის შესახებ საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნება ორი თვით გადადონ, იტყობინება EUobserver.com. 

აგვისტოს ომის შემსწავლელ ევროკავშირის საგამოძიებო მისიას, შვეიცარიელი დიპლომატის ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, თავისი დასკვნები თავდაპირველად 2009 წის 31 ივლისს უნდა წარმოედგინა.

გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯერ ევროკავშირის მინისტრებმა უნდა დაუჭირონ მხარი, წინ უძღოდა ჰეიდი ტალიავინის თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მეტი დრო იყო საჭირო, რადგანაც გამოძიებისთვის საინტერესო ახალი მასალები ჩნდება, იტყობინება EUobserver.com ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით.

საგამოძიებო მისიის მიზანია გამოიძიოს აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზები და მისი მიმდინარეობა, მათ შორის საერთაშორისო სამართალთან, ჰუმანიტარულ სამართალთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ასევე ”ამ კონტექტსში გაკეთებული ბრალდებები”.    

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)