მაჰმადიანი მესხების რეპატრიანტობის განაცხადებზე ახალი ვადები დადგინდა

გასული საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ მაჰმადიან მესხებს რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა 2010 წლის 1 იანვრამდე შეეძლებათ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული წლევანდელი 1 ივლისისა.

შესაბამისი ცვლილებები კანონში დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ეს უკვე მეორე გადავადებაა კანონში. თავდაპირველად, განაცხადების მიღება 2009 წლის 1 იანვრისთვის უნდა დასრულებულიყო.

რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განცხადების განხილვა 2010 წლის 1 იანვრიდან დაიწყება. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 2 ათას ოჯახს სურს საქართველოში რეპატრიაცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)