კიწმარიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა სურს

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ყოფილმა თანამფლობელმა ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა 21 ივლისს მის Facebook–ის ვებგვერდზე გაკეთებულ ჩანაწერში, რომ სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ლევან ყუბანეიშვილმა გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება. 

ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების შეტანის ვადა 3 აგვისტოს იწურება, რის შემდეგაც სამეურვეო საბჭო 10 აგვისტოს ახალ გენერალურ დირექტორს აირჩევს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)