”დაარწმუნეთ სააკაშვილი გადადგეს” – მიმართავს ნათელაშვილი აშშ-ს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მოუწოდა საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ”დაარწმუნოს სააკაშვილი მისი გადადგომის საჭიროებაში”.
”თუ ამერიკის შეერთებული შტატები გამოავლენს პოლიტიკურ ნებას ამასთან დაკავშირებით, სააკაშვილი დაუჯერებს აშშ-ს ადმინისტრაციას და ეს გადაარჩენს არა მარტო საქართველოს, არამედ აშშ-ს, როგორც მსოფლიოს ზესახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს,” – განაცხადა მან 22 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)