საქართველოში ”ღორის გრიპის” მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ესპანეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს აღმოაჩნდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა 25 ივლისს. 

პირველი შემთხვევის მსგავსად მეორე შემთხვევაც ადრეულ ეტაპზე იქნა დაფიქსირებული და ამიტომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე შემთხვევაში ვირუსი შემოტანილია და საქართველოს შიგნით არავინ ყოფილა დაინფიცირებული.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)