საქართველოში ფართომასშტაბიანი წვრთნები დასრულდა

მიუხედავად რუსეთის მცდელობისა მთლიანად გაენადგურებინა ქართული არმია აგვისტოს ომის შედეგად, ქართული არმიის საბრძოლო სულისკვეთება და მომზადების დონე ისეთი მაღალია, როგორც არასდროს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 ივლისს.

მან ეს განცხადება ორფოლოს პოლიგონზე გააკეთა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების საველე-ტაქტიკური სწავლება “ფარი 2009” დასრულდა.

სწავლებაში I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი, III ქვეითი ბრიგადის სატანკო ასეული, I და II საარტილერიო ბრიგადის ოცეულები, I და II ქვეითი ბრიგადის არტილერისტები, საზენიტო დივიზიონი, ასევე, ავიაციისა და სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ტაქტიკურ ჯგუფს დაესვა ამოცანა შეეჩერებინა ბრიგადის დონის მოწინააღმდეგე, განადგურებინა და კონტრშეტევაზე გადასულიყო.

სააკაშვილმა მიმართა ოფიცრებს, რომ საქართველოში არ არსებობს ”უფრო მნიშვნელოვანი” პროფესია, ვიდრე ჯარისკაცობა. მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგადაა გაწვრთილი, ქართული არმიას მაინც სჭირდება ”მეტი განათლება და მეტი წვრთნა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)