კოკოითის თქმით ცხინვალს საქართველოს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნია
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ცხინვალი აპირებს მოითხოვოს სამხრეთ ოსეთისთვის თრუსოს ხეობის ”დაბრუნება”.
”ჩვენ ძალიან სერიოზული ტერიტორიული საკითხები გვაქვს, რომელთა დაყენებაც საჭიროა და ჩვენ დავაყენებთ ამ საკითხს. ეს არის თრუსოს ხეობა, რომელიც დღეს საქართველოს ადმინისტრაციული მხარის მცხეთა-მთიანეთის შემადგენლობაში შედის – ეს არის ძირძველი ოსური მიწა, რომელიც გაურკვეველი მიზეზებით საბჭოთა დროს საქართველოს სსრ-ს ადმინისტრაციულ მმართველობაში გადავიდა. დღეს უნდა დადგეს ამ მიწების ოსეთისთვის დაბრუნების საკითხი,” – განაცხადა კოკოითმა.
”ეს უნიკალური ადგილებია, სადაც ჩვენი ხალხის ბევრი სახელგანთქმული წარმომადგენელი დაიბადა. პრინციპში, ეს არის ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ლენინგორის რაიონს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებთ, ამ საკითხს ჩვენ დავაყენებთ, რადგანაც ეს ჩვენი მიწაა,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)