დანიელ ფრიდი საქართველოს სტუმრობს
დანიელ ფრიდი, რომელიც ამჟამად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელია გუანტანამოს ციხის საკითხებში, თბილისს სტუმრობს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს მოლაპარაკებებს.
თავის ძველ თანამდებობაზე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის რანგში, ფრიდი ბუშის ადმინისტრაციაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შარშანდელი აგვისტოს კრიზისზე რეაგირების საქმეში.
ფრიდის თბილისში ვიზიტის და მისი მისიის დეტალები ჯერჯერობით უცნობი რჩება.
ამერიკელი დიპლომატი უკვე შეხვდა საქართველოს სახელწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს.
ჟურნალისტებთან გაკეთებულ მცირე კომენტარში, ფრიდმა განაცხადა, რომ ის თბილისში თავის ”მეგობრებთან” შესახვედრად ჩამოვიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)