პუტინი აფხაზეთში ჩავიდა
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერი პუტინი 12 აგვისტოს სოხუმში ჩავიდა.
”მაინტერესებს იმის ნახვა, თუ როგორ შეიცვალა აფხაზეთი,”- განაცხადა პუტინმა ვიზიტამდე აფხაზი ჟურნალისტებისთვის სოჭში მიცემულ ინტერვიუში.
”ჩვენ ახლა ვამზადებთ დოკუმენტების მთელ პაკეტს ეკონომიკის, სოციალური სფეროს განვითარებისთვის, უსაფრთხოების საკითხებზე, საზღვრის დაცვაზე – და ყველა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, იქნება ყურადღების ცენტრში აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ჩვენი მოლაპარაკებების დროს,”- განაცხადა პუტინმა ინტერვიუში, რომლის ტექსტიც რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა გამოეჩინა ”პატივისცემა” აფხაზებისა და ოსების მიმართ და უნდა ეღიარებინა ”წარსული შეცდომები”.
”ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია [ამაზე] საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობასთან,”- განაგრძო პუტინმა, ”მე პირადად მოვუწოდებდი მათ იმისკენ, რომ მოეკრიბათ მოთმინება და მოეპოვებინათ პატივისცემა, ავტორიტეტი და ნდობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის. მხოლოდ ასე – და მე ახლაც ასე ვფიქრობ და მაშინაც ვამბობდი – შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)