რუსეთმა სეპარატისტულ რეგიონებში სამხედროების რაოდენობა შეამცირა
რუსეთმა სეპარატისტულ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არსებულ ბაზებზე სამხედროების რაოდენობა 1700-მდე შეამცირა თითოეულში, იუწყება 26 აგვისტოს ”რია ნოვოსტი” რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ნიკოლაი მაკაროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
მაკაროვის თქმით, პირველ ეტაპზე გეგმაში იყო აგვისტოს ომის შემდეგ სამხედროების რაოდენობის 4800-5000 -მდე შენარჩუნება.
”მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი შემადგენლობა – 1700 სამხედრო თითოეულში [სეპარატისტულ რეგიონში] – საკმარისია თანამედროვე შეიარაღებით,” – განუცხადა გენერალური შტაბის უფროსმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ უკვე 3-4 თვეა, რაც ეს რაოდენობაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)