კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული ტელეკომპანია მეორედ დააჯარიმა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი 500 000 ლარით დააჯარიმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნებართვო მაუწყებლობის გამო.
ეს უკვე მეორე ჯარიმაა ოქტომბრის შემდეგ, რომელიც ამ კომპანიას ქართულმა მხარემ ამავე მიზეზით დააკისრა.
27 აგვისტოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული ტელეკომპანიები – ”РЕН ТВ”, ”НТВ”, ”ТВ-Центр”, ”Россия”, ”Культура” ასევე დააჯარიმა 50-50 ათასი ლარით.
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კრძალავს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისის უნებართვო სამეწარმეო საქმიანობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)