თინა ქეიდენაუ საქართველოს სტუმრობს

თინა ქეიდენაუ, კავკასიისა და სამხრეთ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე თავისი პირველი ვიზიტით ამ პოსტზე დანიშვნის შემდეგ თბილისში იმყოფება.

მან ამ თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ მეთიუ ბრაიზა შეცვალა.

თინა ქეიდანაუ შეხვედრას მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან, სადაც მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის თქმით, განხილვის ერთ-ერთი წამყვანი თემა 17 სექტემბერს ჟენევაში უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილი მორიგი დისკუსიაა.

თინა ქეიდენაუ კოსოვოში აშშ-ის მისიაში ორი წლის განმავლობაში მსახურობდა, ვიდრე 2008 წელს იქ ელჩად დაინიშნებოდა. მანამდე ის სამი წელიწადი მუშაობდა აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ სარაევოში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)