ალასანია პრაიმერს ”სკეპტიკურად” უყურებს
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ ის თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის შესარჩევად ე.წ. პრაიმერის ჩატარებისადმი "სკეპტიკურად“ არის განწყობილი.
ალასანიამ რადიო "პალიტრას“ განუცხადა, რომ ის პრაიმერის "სწორად ჩატარებისთვის აუცილებელ რესურს“ ვერ ხედავს.
მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს დანარჩენ ოპოზიციასთან, რათა საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)