დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმს სტუმრობს
5 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პერ სტიგ მიოლერი დღეს სოხუმში ჩავიდა.
სეპარატისტული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, რომელიც აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან ერთად დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, განაცხადა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში ”ეფუძნება არარეალისტურ მიდგომას და მიმართულია საქართველოს თავის ყოფილ საზღვრებში შენარჩუნებისკენ, რომელიც სტალინმა ხელოვნურად შექმნა”, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
”ევროკავშირის ამგვარი მიდგომა აფხაზეთში გაუგებრობას იწვევს და ვერ შეუწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარებას,” – განახცადა შამბამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)