ნატოს გენერალური მდივანი ომზე ანგარიშის შესახებ საუბრობს
კითხვაზე ექნება, თუ არა აგვისტოს ომის შესახებ ევროკავშირის დაფინანსებულ ანგარიშს რაიმე ზემოქმედება საქართველოს მისწრაფებაზე გახდეს ალიანსის წევრი, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ანგარიში ”არ იმოქმედებს ნატოს მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე”.
გაიხსენა რა ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რასმუსენმა განაცხადა 7 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ საქართველო და უკრაინა ერთ დღეს გახდებიან ნატოს წევრები იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებენ ნატოს კრიტერიუმებს.
თავად ანგარიშის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა: ”ანგარიშის თანახმად კონფლიქტის დროს ორივე მხარემ დაუშვა შეცდომები. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალზე ფოკუსირებაა”.
”მოვუწოდებ კონფლიქტის ყველა მხარეს თავშეკავება გამოიჩინონ და თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯისგან, რომელიც რეგიონში დაძაბულობას გაზრდის,” – დასძინა მან.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატოს მოკავშირეები ”დაჟინებით ითხოვენ საქართველოს სუვერენიტეტის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)