გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერს შეხვდება

პრეზიდენტი სააკაშვილი 12 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და რამოდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციურ ლიდერს შეხვდება, იტყობინება  ქართული მედია. 

პირველი ანალოგიური შეხვედრა 6 აგვისტოს გაიმართა.

სააკაშვილმა ოპოზიციას უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობა 20 ივლისს შესთავაზა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებზე შეხედულებების გაცვლის მიზნით.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია, პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია, მრეწველთა პარტიის ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და ტრადიციონალისტების ლიდერი აკაკი ასათიანი არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ ლიდერებს შორის იყვნენ, რომლებიც აგვისტოში უშიშროების საბჭოს ფარგლებში პრეზიდენტთან პირველ შეხვედრას დაესწრნენ.

  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)