შსს ელექტროგადამცემ ხაზზე აფეთქებების შესახებ იტყობინება
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის „ქართლი-2“-ის ოთხ ანძაზე ღამის 2 საათზე აფეთქებები მოხდა, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ანძებზე დამონტაჟებულ იყო ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, რომელიც დისტანციური მართვის მოწყობილობით იქნა მოქმედებაში მოყვანილი. აფეთქებების შესახებ ოთხივე ანძა დაზიანდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეთქებას ”ტერორისტული აქტის” კვალიფიკაცია მიანიჭა.
ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა: ”რა თქმა უნდა, ეს არის დივერსია”.
მისი თქმით, მიუხედავად ინციდენტისა, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა, რადგანაც მიწოდების ალტერნატიული წყაროები იქნა გამოყენებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)