სააკაშვილი პოლონეთს ესტუმრა

პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთს 27 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა. 

მან შეხვედრები გამართა პოლონელ კოლეგასთან ლეხ კაჩინსკისთან და პრემიერ-მინისტრთან დონალდ ტუსკთან.

პოლონეთის პრეზიდენტის პრესსამსახური დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით იტყობინებოდა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ასევე მსჯელობა შედგება საქართველო-პოლონეთსა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე. ამავე ცნობით, საუბარი შეეხება რეგიონალურ საკითხებსაც, მათ შორის თურქულ-სომხური ურთიერთობების კონტექსტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)