ვიზიტი პანკისის ხეობაში
საქართველოში დიპლომატიური მისიების და მედიის წარმომადგენლების ჯგუფი 29 ოქტომბერს პანკისის ხეობას ეწვია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთის ბრალდებები ხეობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
საპარლამენტო უმცირესობის და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ, რომლის პარტიაც ხელმძღვანელობდა ვიზიტს პანკისის ხეობაში, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არის კონტრ-ქმედება რუსეთის იმ ბრალდებებზე, რომ თითქოს საქართველო ეხმარებოდა მებრძოლებს საკუთარი ტერიტორიიდან რუსეთში გადასვლაში.
”ქართველებისთვის ნათელია, რომ რუსული ბრალდებები უსაფუძვლოა… მაგრამ ჩვენ საშუალება უნდა მივცეთ უცხოელებს საკუთარი თვალით ნახონ ადგილზე არსებული სიტუაცია. ჩვენ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას ის სიმართლე უნდა დავუპირისპიროთ, რომელიც ადგილზე არსებობს,” – განაცხადა თარგამაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)