აშშ საქართველოს 7.2 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას უგზავნის

30 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა 7.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გამოუყო.

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა C-17-მა  თბილისში ჩამოიტანა წნევის წამლების, ოფთალმოლოგიური პრეპარატების, ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებლებისა და მულტი-ვიტამინების მარაგი, აგრეთვე პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებები, იტყობინება აშშ-ის საელჩო საქართველოში. 

ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის დახმარების კოორდინატორი დენ როზენბლუმი ხელმძღვანელობს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)