ევროკავშირის ელჩების ვიზიტი საქართველოში

ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC) ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დელეგაცია 12-14 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში შედგება ელჩების შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და მის მოადგილესთან გიგა ბოკერიასთან, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან, სადაც განიხილავენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის სხვა პრიორიტეტულ საკითხებს, ასევე  ისაუბრებენ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობის სამომავლო პერსპექტივებზე.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ელჩები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის რეგიონალურ ოფისებს მოინახულებენ და ადგილზე გაეცნობიან მისიის მუშაობას.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)