ევროპის საბჭო ქართველი მოზარდების დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ევროპის საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოხატა ცხინვალის მიერ ქართველი მოზარდების ”ხანგრძლივი დაკავების გამო”.

”არსად ევროპაში არ შეიძლება მოზარდების დაკავება პოლიტიკური და უსაფრთხოების ნიადაგზე,” – განაცხადეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბიორნ იაგლანდმა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ სამუელ ჟბოგარმა ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 16 ნოემბერს გამოქვეყნდა.

”როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩვენ მათი დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ,” – ნათქვამია განცხადებაში. 

სოფელ ტირძნისის მკვიდრი, 14-დან 17 წლამდე ასაკის ოთხი ქართველი მოზარდი, რომლებიც დღემდე პატიმრობაში რჩებიან, ცხინვალმა 4 ნოემბერს დააკავა ”საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვის” ბრალდებით.

იმავდროულად, ქართულმა მხარემ მიმართა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რომ მოსთხოვოს რუსეთს გაანთავისუფლოს ცხინვალში დაკავებული ოთხი მოზარდი.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განაცხადა, რომ ქართული მხარის სასარჩელო თხოვნაა ”სასამართლომ დაავალდებულოს რუსეთის ფედერაცია დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ოთხი ქართველი მოზარდი, რომლებიც უკვე ორი კვირაა ტყვეობაში იმყოფებიან”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)