საერთაშორისო გამჭირვალობა: კორუფციის დონე საქართველოში მცირედით შემცირდა

საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ 17 ნოემბერს გამოქვეყნებული 2009 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსის” (CPI) შედეგების მიხედვით, კორუფციის დონე საქართველოში მცირედით შემცირდა.

ინდექსის თანახმად, საქართველო 180 ქვეყნიდან 66-ე ადგილზე გავიდა და 4.1 ქულა მიიღო. გასულ წელს საქართველოს ქულა 3.9 იყო. ქვეყნების შეფასება ხდება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 10-მდე (ყველაზე არაკორუმპირებული)  შკალაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)