მაიკლ პოზნერი ქართველი მოზარდების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერმა განაცხადა, რომ ცხინვალში 4 ნოემბრის შემდეგ პატიმრობაში მყოფი ოთხი ქართველი მოზარდი ”უნდა გამოუშვან რაც შეიძლება სწრაფად, დაუყონებლივ”.
17 ნოემბერს თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გიგა ბოკერიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პოზნერმა განაცხადა, რომ ”არ არსებობს საფუძველი”, რომ პატიმრობაში დარჩნენ 14-დან 17-მდე ასაკის მოზარდები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)