საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაია დღეს თავის პოლონელ კოლეგას ბოგდან კლიხს შეხვდა, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.

შეხვედრის შემდეგ ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და ”პოლონეთის მხარდაჭერა ამ მიმართულებით”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)