შსს: თამაზ ნინუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ”გახსნილია, 11 ნოემბერს მომხდარი თამაზ ნინუას და მისი მეუღლის, ეთერ ნინუას მკვლელობა.”

”აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 27 ნოემბერს,  ეჭვმიტანილის სახით დაკავებულია თამაზ გოგია,” – ნათქვამია შსს-ს მოკლე განცხადებაში. "გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით. დანაშაული ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას."

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)