თომას ჰამარბერგი ცხინვალს სტუმრობს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი, რომელიც 27 ნოემბერს ჩამოვიდა საქართველოში, დღეს ცხინვალს სტუმრობს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ცხინვალში 4 ნოემბრიდან დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდის გათავისუფლების საკითხს განიხილავს.
ჰამარბერგსა და ადამიანის უფლებათა საკითხებში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის სპეციალური წარმომადგენლის, დავით სანაკოევის შეხვედრაზე ”სამხრეთ ოსეთის და საქართველოს დაკავებული და დაკარგული მოქალაქეების, ასევე დაკავებულთა შესაძლო გაცვლის საკითხი იქნა განხილული,” იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის სამინისტრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)