პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსად ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ინიშნება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსად ირაკლი მაისურაძე, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვება ”კურიერის” წამყვანი ინიშნება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი მაისურაძის დანიშვნის შესახებ ჯერ-ჯერობით შესაბამის დოკუმენტზე ოფიციალურად ხელი მოწერილი არ არის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა 17 ნოემბერს უკვე ყოფილი უფროსი ივანე ნონიაშვილი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაამტკიცა.
ბოლო პერიოდში კერძო ტელეკომპანიების კადრების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 23 ნოემბერს პრეზიდენტის პრესსპიკერად ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკის” ყოფილი წამყვანი მანანა მანჯგალაძე დაინიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)