პერევში დაკავებული ქართველი გაათავისუფლეს
სოფელ პერევში, 29 ნოემბერს დაკავებული ავტობუსის მძღოლი რამაზ მაკასარაშვილი ქართულ მხარეს გადმოეცა, იტყობინება ქართული მედია და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის სამინისტრო 1 დეკემბერს.
ცხინვალის ცნობით, მაკასარაშვილის დაკავების მიზეზი იყო პერევში განთავსებულ რუსულ გამშვებ პუნქტზე გავლისას გაჩერების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. სეპარატისტები ასევე აცხადებენ, რომ მაკასარაშვილი ”ჯავის რაიონის სოფელ პერევში დააკავეს”.
პერევი, რომელშიც შარშანდელი ომის შემდეგ რუსული ჯარების ორი გამშვები პუნქტია განთავსებული, ადმინისტრაციულად საჩხერის რაიონს ეკუთვნის და ესაზღვრება სეპარატისტული რეგიონის ჯავის რაიონს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)