ნოღაიდელი მოსკოვში მიემგზავრება
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციური მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი 22 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრება, იტყობინება მისი პარტიის პრესსამსახური.
ამავე ცნობით, ნოღაიდელი რუსეთის მმართველი პარტიის ”ედინაია როსიას“ საპარლამენტო ფრაქციასა და ხელმძღვანელებს შეხვდება, ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები რუსეთის სათათბიროსა და მთავრობის წევრებთანაც.
ოქტომბრის შემდეგ ეს ნოღაიდელის უკვე მეოთხე ვიზიტია რუსეთის დედაქალაქში.
წინა კვირაში, ბოლო სტუმრობისას მან მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2010 წელს საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვლება, რაც მისივე თქმით, სავარაუდოდ, მაისში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოხდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)