სააკაშვილი მიუნხენს სტუმრობს
პრეზიდენტი სააკაშვილი მიუნხენში იმყოფება, სადაც საქართველოსადმი მიძღვნილ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 7 იანვარს.
კონფერენციას, რომლის თემაა ”საქართველო ახალ გზაჯვარედინზე”, საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ლიტვიდან და ლატვიიდან, ასევე ნატო-სა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები. საერთაშორისო ფორუმი მუშაობას 10 იანვარს დაასრულებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველი საკითხები ძირითადად შეეხება ”საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს, საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობას, საშინაო რეფორმებს, უსაფრთხოების ახალი ნიმუშის შემუშავების აუცილებლობასა და ნატოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების როლს ამ საქმეში”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)