მაკკეინი საქართველოს ეწვევა
10 იანვარს ბათუმს ორდღიანი ვიზიტით ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი თანმხლებ სენატორებთან ჯონ ბარასოსა და ჯონ თუნთან ერთად ეწვევა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.
რესპუბლიკელ სენატორებს ბათუმში პრეზიდენტი სააკაშვილი უმასპინძლებს.
მათი ვიზიტის "ძირითადი მიზანია აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის 8 იანვრის ცნობაში. "მათი ვიზიტი ასევე მიზნად ისახავს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გამყარებას."
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)