პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად ახალ ვადას დაასახელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევის ვადების განსაზღვრით მიზნით პარლამენტი დღეს რიგგარეშე სხდომას მართავს.
ცვლილება საარჩევნო კოდექსში მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დაირღვა ცვლილებების შედეგად საარჩევნო კოდექსში განსაზღვრული ვადები.
პრეზიდენტს თავდაპირველად ცესკო თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატი 8 იანვარს უნდა დაესახელებინა. თუმცა, 11 იანვარს მან განაცხადა, რომ მეტი დრო იყო საჭირო და ამ საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიღებულიყო.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცახდა 11 იანვარს, რომ პრეზიდენტი სამ კანდიდატს არაუგვიანეს 12 იანვრისა დაასახელებდა, ხოლო ცესკოს ოპოზიციურ წევრებს 14 იანვრამდე ექნებოდათ ვადა სამიდან ერთი კანდიდატის ასარჩევად.
თუ ცესკოს ექვსი ოპოზიციური წევრი ვერ აირჩევს ახალ თავმჯდომარეს, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და დეპუტატებს შვიდი დღის ვადაში მოუწევთ სამიდან ერთი კანდიდატის დამტკიცება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)