ბაქრაძე თურქეთს სტუმრობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 9–12 თებერვალს თურქეთს სტუმრობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია ბაქრაძის შეხვედრა თურქ კოლეგასთან მეჰმეთ ალი შაჰინთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მევლუთ ჩავუსოღლუსთან.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში; ასევე უსაფრთხოებისა და კონფლიქტების საკითხებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)