საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ორი ნიგერიელი დაიღუპა

ორი ნიგერიის მოქალაქე დაიღუპა ყინვის შედეგად, როდესაც ისინი ცდილობდნენ უკანონოდ გადასულიყვნენ თურქეთში აჭარიდან, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 თებერვალს.

ნიგერიის ექვსი მოქალაქე 750 აშშ დოლარის სანაცვლოდ ოთხი ადგილობრივი მკვიდრის დახმარებით საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთას შეეცადა. კერძოდ, მათ შუახევის რაიონის სოფელ წაბლანადან,  ”ღომას მთის” მიმართულებით, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით  უნდა გადაეკვეთათ სახელმწიფო საზღვარი და გადასულიყვნენ თურქეთის რესპუბლიკაში, მაგრამ  მკაცრი კლიმატური პირობების, დიდთოვლობის გამო, უცხოეთის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს გზის გაგრძელება და უკან დაბრუნებისას ორი მათგანი გარდაიცვალა, იტყობიბება შსს.

შსს-მ ოთხი ადგილობრივი მოსახლე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დადგენილი წესების დარღვევით მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანის მცდელობაში, რამაც  საფრთხე შეუქმნა და გამოიწვია მათი სიცოცხლის მოსპობა. პოლიციამ ასევე დააკავა ნიგერიის ოთხი მოქალაქე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)