მოსკოვი პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე სოხუმთან შეთანხმებას გააფორმებს
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა ტრანსპორტის სამინისტროს გააფორმოს სოხუმთან პირდაპირი საჰაერო ფრენების შესახებ შეთანხმება, იტყობინებოდნენ რუსული სააგენტოები 11 თებერვალს.
სოხუმიდან 20 კმ-ში მდებარე ბაბუშერას აეროპორტი 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ სამოქალაქო ფრენებისთვის არ გამოიყენება, თუმცა მას იყენებდნენ რუსული ძალები, რომლებიც რეგიონში სამშვიდობოს სტატუსით იყვნენ განთავსებულნი.
აგვისტოს ომის პერიოდში, ბაბუშერამ ”რამოდენიმე ათეული რუსული სატვირთო თვითმფრინავი მიიღო,”- განუცხადა აფხაზეთის ავიახაზების გენერალურმა დირექტორმა ვიაჩესლავ ერშბამ ”იტარ-ტასს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)