ეუთოს ყაზახი თავმჯდომარე თბილისშია

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანატ საუდაბაიევი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში 17 თებერვალს თბილისს ეწვია.

კანატ საუდაბაიევმა შეხვედრა გამართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან.

ეუთოს თავმჯდომარის რანგში საუდაბაიევი პირველ ვიზიტს სამხრეთ კავკასიაში ახორციელებს, რათა დაეხმაროს ”გაჭიანურებული კონფლიქტების” მოგვარებას. თბილისში ჩამოსვლამდე ის ერევანსა და ბაქოს სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)